LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ “ოცნება” ქუცნაშვილს არ გაემიჯნა, მათი კრებითი სახელი ქუცნაშვილი იქნება – თამაზ მეჭიაური

47

“თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, თამაზ მეჭიაური ყოფილ თანაგუნდელს, ზაქარია ქუცნაშვილს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” მას უნდა გაემიჯნოს. ამის შესახებ მეჭიაურმა “რუსთავი 2”-თან ისაუბრა.

“აქ მისი გადარჩენის ინსტიქტი მუშაობს, იმიტომ რომ ძალიან ბევრ სიბიძურეში გასვრილი. თუ არ გაემიჯნებიან ქუცნაშვილს, მაშინ ჩავთვლი, რომ “ქართული ოცნების”კრებითი სახე არის ქუცნაშვილი. აქედან გამომდინარე ჩემი ურთიერთობა მათთან შეწყდება, როგორც მეგობრებთან,”-განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

“ფორტუნამ” ზაქარია ქუცნაშვილთა დაკავშირება სცადა, თუმცა, მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g