LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ სადმე დაინახავთ, რომ ქუჩაში ადამიანს სძინავს, აუცილებლად მომწერეთ ან დამირეკეთ.. ნუ გადააბიჯებთ, შესაძლოა სწორედ ის ღმერთია, რომელსაც მთელი სიცოცხლეა ეძებთ“ – აკა სინჯიკაშვილი

157
Untitled design (4)

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით საზოგადოებას სთხოვს, „თუ სადმე დაინახავენ, რომ ქუჩაში ადამიანს სძინავს, დაუკავშირდნენ“. აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას ასევე სთხოვს, „ნუ გაუვლიან გულგრილად ქუჩაში მცხოვრებ ადამიანებს, მისცენ მათ საბანი ან თბილი ქურთუკი“.

თითქმის ყველას ვიცნობთ, მაგრამ თუ სადმე დაინახავთ, რომ ქუჩაში ადამიანს სძინავს, აუცილებლად მომწერეთ ან დამირეკეთ

„წუხელ, ქალაქის თითქმის ყველა უბანში, ავადმყოფი მოხუცებისთვის, ვისაც ქუჩაში სძინავთ, მივუტანეთ თქვენი შეგროვილი თბილი საბნები, ლეიბები და ბალიშები ❤️

არ იცით რამხელა შვებაა ეს ადამიანისთვის, როცა შუაღამეს გაყინულს დააწვენ, გაათბობ საჭმელს აჭმევ და ძილის საშუალებას მისცემ ?

ნუ გაუვლით გულგრილად ასეთ ადამიანებს. მიაქციეთ ყურადღება. უბრალოდ ერთი საბანი და თბილი ქურთუკი მიეცით და ნახავთ რა სასწაულის ჩადენა შეგიძლიათ.

ჩვენ თითქმის ყველას ვიცნობთ, მაგრამ თუ სადმე დაინახავთ, რომ ქუჩაში ადამიანს სძინავს, აუცილებლად მომწერეთ ან დამირეკეთ.

ნუ გადააბიჯებთ დაცემულ ადამიანს, შესაძლოა სწორედ ის ღმერთია, რომელსაც მთელი სიცოცხლეა ეძებთ“, – წერს აკა სინჯიკაშვილი.

 

წუხელ, ქალაქის თითქმის ყველა უბანში, ავადმყოფი მოხუცებისთვის, ვისაც ქუჩაში სძინავთ, მივუტანეთ თქვენი შეგროვილი თბილი…

Posted by Akaa Sinjikashvily on Tuesday, November 14, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები