დუბაიში ახალი გასართობი პარკი გაიხსნება, 2.3 მლნ კვადრატულ მეტრზე გაშენებული პარკი ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდი იქნება.
Dubai Parks and Resorts ჰოლივუდის თემებზე იქნება აწყობილი. პარკის 27 ატრაქციონი სამი უმსხვილესი კინოსტუდიის (DreamWorks Animation, Sony Pictures Studios и Lionsgate) გმირებს მიეძღვნება და ხუთ ზონად იქნება დაყოფილი – DreamWorks, Sony Pictures Studios, Lionsgate, Smurfs Village და Studio Central.
აქ დამსვენებლები შეხვდებიან „შიმშილის თამაშების“, „მადაგასკარის“, „კუნგ ფუ პანდას“, შრეკის და სხვა ფილმებისა თუ ანიმაციების გმირებს.
მეორე ზონა Bollywood ParksTM Dubai მსოფლიოში პირველი პარკი იქნება ბოლივუდის სტილში, სადაც თავგადასავლების, რომანტიკის, მუსიკისა და ცეკვის სამყარო იქნება.
პარკში იქნება თეატრი „რაჯმაჰალიც“, რომელიც 850 ადამიანს დაიტევს და კვირაში რამდენჯერმე აჩვენებენ ბოლივუდის მიერ გადაღებულ მიუზიკლებს.
მესამე ზონა LEGOLAND იქნება, სადაც 40-ზე მეტ ატრაქციონს და „ლეგოს“ სათამაშო მოედნებს განათავსებენ. ბავშვებისთვის 60 მლნ-ზე მეტი „ლეგო“-ს კუბიკი იქნება ხელმისაწვდომი. აქვე იქნება აკვაპარკი, სადაც 2-დან 12 წლამდე ბავშვები შეძლებენ შესვლას.
ზონა Riverland Dubai პარკის სავაჭრო მოედანია, სადაც დროში მოგზაურობასაც შეძლებთ. მოედანზე განთავსებულია ქუჩის თეატრები, მაღაზიები, კაფეები და რესტორნები ოთხი ისტორიული ეპოქიდან და გეოგრაფიული რეგიონიდან – მეჩვიდმეტე საუკუნის ფრანგული სოფელი, 1950-იანების ამერიკა, ინდოეთი ბრიტანეთის კოლონიური მმართველობის დროს 1930-იან წლებში და ევროპა მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში.
