LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ სირბილი აღარ შემეძლება, ვივლი, თუ სიარულსაც ვერ შევძლებ, ვიხოხებ… არ გავჩერდები“ – ნახეთ სელინ დიონის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის სულისშემძვრელი თრეილერი

249
page

ლეგენდარული მომღერლის, სელინ დიონის, შესახებ დოკუმენტური ფილმის  I Am: Celine Dion პირველი თრეილერი გავრცელდა და ის სულისშემძვრელია.

ფილმი არტისტის განვლილ გზასა და დაავადებასთან ბრძოლის შესახებ გვიამბობს.

„მე ძალიან იშვიათი ნევროლოგიური დაავადების დიაგნოზი დამისვეს. ყოველდღე ძალიან ბევრს ვმუშაობ, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ დაავადებასთან ერთად ცხოვრება რთულია. თუ სირბილი აღარ შემეძლება, ვივლი, თუ სიარულსაც ვერ შევძლებ, ვიხოხებ… არ გავჩერდები“, – ამბობს სელინი თრეილერში.

ფილმის, I Am: Celine Dion-ის პრემიერა 25 ივნისს შედგება.

,,დიდი დაბრუნება” – სელინ დიონი Vogue-ისთვის

ვიდეო: სელინ დიონი Bon Jovi-ის ჰიტზე პატარა ბავშვივით აცეკვდა

ცნობისთვის, უამრავი ჯილდოს მფლობელი არტისტი უიშვიათეს დიაგნოზს, „გაშეშებული ადამიანის სინდრომს (Stiff Person Syndrome), ებრძვის, რომლის ძირითადი სიმპტომიც კუნთების უკონტროლოდ დაჭიმვაა. ის მილიონში ერთ ადამიანს ემართება.

ტრიუმფალური დაბრუნება ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ – სელინ დიონი „გრემიზე“ გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები