LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ სკვერებს დავაზიანებთ, მცენარეებს მოვიპარავთ და სახლში წავიღებთ, მაშინ ყველაფერს აზრი ეკარგება“ – კალაძე საზოგადოებას ვანდალიზმის ფაქტების წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს

67
BeFunky-collage (6)

დედაქალაქის მერის განცხადებით, თბილისში ახლად რეაბილიტირებულ პარკებსა და სკვერებში ვანდალიზმის ფაქტები ფიქსირდება.

როგორც კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახლად რეაბილიტირებულ და მოწესრიგებულ რეკრეაციულ სივრცეებში ინფრასტრუქტურის დაზიანება მიზანმიმართულად ხდება. მისივე თქმით, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, განადგურებული და მოპარულია მცენარეები.

„ყველაზე მტკივნეული პრობლემა არის ვანდალიზმის ფაქტები. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ფაქტი ფიქსირდება ვანდალიზმთან დაკავშირებით ახლად რეაბილიტირებულ პარკებში და სკვერებში, სადაც მიზანმიმართულად ხდება ინფრასტრუქტურის დაზიანება, რაც საწყენია, რადგან უამრავი თანხა იხარჯება ამ ყველაფერში და ჩვენთვის კეთდება.

აზრი ეკარგება ყველაფერს, თუ ჩვენ ამ სიახლეებს, რეაბილიტირებულ პარკებსა და სკვერებს დავაზიანებთ, საპარკო ინფრასტრუქტურას დავამტვრევთ, მცენარეებს მოვიპარავთ და სახლში წავიღებთ. მინდა ვთხოვო საზოგადოებას, გამოიჩინონ გულისხმიერება. მნიშვნელოვანია მხარდაჭერა და თანადგომა, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ამ ყველაფერს აკეთებენ არასრულწლოვნები, ახალგაზრდები, რაც სამწუხაროა.

არის შემთხვევები, როდესაც ხდება კონკრეტული ინფრასტრუქტურის დაზიანება და დიდები ამას გულგრილად უყურებენ. ეს არის ძალიან ცუდი, მეგობრებო! ყველა უნდა გავერთიანდეთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ როგორმე შევინარჩუნოთ და მოვუაროთ ამ ყველაფერს. ეს ხომ თქვენი ფულით კეთდება, ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის კეთდება. მედიას მივაწვდით კადრებს ვანდალიზმის ფაქტებთან დაკავშირებით და ნახოს საზოგადოებამ თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ადამიანებს ინფრასტრუქტურის და რეაბილიტირებული პარკების მიმართ. დარწმუნებული ვარ, ყველანი გავერთიანდებით და შევძლებთ ამ პრობლემის მოგვარებას, შევძლებთ ამ სირთულეების გადალახვას. ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენი ულამაზესი ქალაქი კიდევ უფრო ლამაზი და მიმზიდველი გავხადოთ“, – განაცხადა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g