LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ თითოეული მეწარმე და მოქალაქე არ დაიცავს წესებს, შესაძლოა ბიზნესების დახურვისა და შეზღუდვების წინაშე მეორედ დავდგეთ – ბექა ფერაძე

197
ბექა-ფერაძე

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ მოქალაქეებსა და ბიზნეს სუბიექტებს წესების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ბექა ფერაძემ აღნიშნა, რომ თუ თითოეული მეწარმე და მოქალაქე არ დაიცავს წესებს და ერთობლივად არ აიღებს ამ პასუხისმგებლობას, ეპიდსიტუაცია გართულდება და შესაძლოა ჩაკეტვებისა და შეზღუდვების წინაშე მეორედ დავდგეთ.

ბექა ფერაძე აცხადებს, რომ „ეს არის ყველასთვის განხორციელებული ქმედება და ემსახურება საზოგადო სიკეთეს.”

„ჩვენ დადასტურებულად გვქვს ინფორმაცია, როცა კომპანია იხსნება, მათ იციან, როგორ უნდა დაიცვან პროტოკოლი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის განსაზღვრული. შერჩევითი კონტროლით, ყველა სექტორის მიმართ განხორციელდება გადამოწმება და იმ შემთხვევაში თუ დაფიქსირდება ხარვეზები, უკიდურესი აუცილებლობის შემთხევაში სანქციებს გამოვიყენებთ“, – აღნიშნა ფერაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g