საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო პერიოდში შემცირებულია, მნიშვნელოვანია პრევენციული ზომების დაცვა.
თბილისში 78, აჭარაში კი 3 შემთხვევა დაფიქსირდა – ქვეყანაში სულ 2 212 ინფიცირებულია
„ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ, რომ შემცირებულია კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა, მიუხედავად ამისა, მინდა შემთხვევით ვისარგებლო და კიდევ ერთხელ მოვუწოდო საზოგადოებას, რომ პირბადის ტარება და შესაბამისად, მთავრობის მხრიდან ამის კონტროლი არის აუცილებელი ღონისძიება და პრევენცია.
კიდევ ერთხელ მივმართავ მოსახლეობას, რომ პირბადის ტარება აუცილებელია და ამ მიმართულებით ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ. მოგეხსენებათ, შევამსუბუქეთ აღნიშნული შეზღუდვები, ყველა ეს ღონისძიება ემსახურებოდა იმას, რომ ეკონომიკა მაქსიმალურად სწრაფად აღდგეს და გაიხსნას.
მეორეს მხრივ, უნდა გვახსოვდეს, რომ რა თქმა უნდა, თუ გაუარესდება ვითარება ჩვენ ისევ გავხდებით იძულებული, რომ გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ. სწორედ ამის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა, დავიცვათ ეს ელემენტარული მოთხოვნები და რა თქმა უნდა, მთავრობის მხრიდან ამის შესაბამისი კონტროლი შეიძლება“. – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა .
ცნობისთვის, 4 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 276, ხოლო გარდაიცვალა – 12 ადამიანი.