მუსიკოს, ბას-გიტარისტ შაკო ღელეყვას შემოქმედებაში სიახლეებია – სხვადასხვა ბენდთან თანამშრომლობის პარალელურად, შაკო ღელეყვამ როგორც დამოუკიდებელმა პროდიუსერმა დაიწყო მუშაობა.
Shalvadore G – ეს არის შაკო ღელეყვას ახალი მუსიკალური პროექტის სახელწოდება, რომლის ფარგლებშიც, მისი და მომღერალ მაგდა ივანიშვილის ახალი ნამუშევრის – „Keep On Moving“-ის პრემიერა შედგა მიკი ჯეჯელავას გადაცემაში „უსმინე ახალს“.
„ბევრი რამ აირია და იძულებული ვიყავი, ფიქრებს მოვრეოდი საქმით, ამაში ბევრი ადამიანი დამეხმარა, ერთ-ერთი არის ჩემი პროდიუსერი, მამულიჩა. ამ კომპოზიციაში, რომელშიც მაგდა ივანიშვილი მღერის, დიდი იდეა ჩავდე. ზოგადად, დილაობით ვაკეთებ ხოლმე რაღაცებს. რომ დავწერე, მაგდას გადავუგზავნე და მამულიჩასაც მოეწონა და მოგვიწოდა – მიდითო. დავით უგრეხელიძე ჩავრთე, მასტერინგი კი გერმანელმა მარკუს ებერტმა გააკეთა. Keep On Moving ჰქვია სიმღერას, რომელსაც დღეს მსმენელი პირველად მოისმენს. კიდევ ვგეგმავ რაღაცის გაკეთებას. ზოგადად, უამრავ ჟანრში მომიწია მოღვაწეობა.
ვიზუალური მხარის შექმნაზე არ ფიქრობთ?
ზოგადად, ვიზუალურთან ერთად უნდა გამომეშვა, თავიდან ასე იგეგმებოდა, შემდეგ, რომ დაიდო, ჩემმა მეგობარმა გააზიარა და უეცრად დავინახე, რომ ყველა „მთაგავდა“. ვიფიქრე, რადგან ასე მოხდა, ასეა საჭირო-მეთქი, თუმცა სხვანაირად ვგეგმავდი. ტექსტი ასეთია: „თუკი გგონია, რომ შენმა მატარებელმა ჩაიარა, გაფრინდი თვითმფრინავით“. უნდა ვახსენო ჩემი მეგობარი მანჩო გურგენიძე, რომელიც ტექსტის კუთხით, ძალიან დამეხმარა. მაგდას ვოკალური ნაწილი საინტერესო იყო, ტელეფონით ჩაწერა ვოკალი, რომ მოვისმინე, ზუსტად ის იყო, რასაც ველოდი.
