ტუნინგ-ატელიემ Mountune ჰეთჩბექის Ford Fiesta ST – ST200-ის გაცილებით ძლიერი და სწრაფი მოდიფიკაცია წარმოადგინა. მოდერნიზებული 1.6 ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავი, სტანდარტული ვერსიის გამწევზე 65 ცხენის ძალის ერთეულით მეტია.
ინტერქულერისა და ტურბოკომპრესორის წყალობით, გაიზარდა ავტომობილის წარმადობა. მოდერნიზებული აგრეგატი წარმოდგენილია 265 ცხენის ძალის სიმძლავრითა და 370 ნმ ბრუნის სისწრაფით. გარდა ამისა, ჰეტჩბექმა მიიღო ახალი ფუნქცია overboost, რომლის წყალობითაც აგრეგატი გაცილებით სწრაფად რეაგირებს.
სტანდარტული ვერსიის აღნიშნულ მოდიფიკაციად გადაკეთება მფლობელებს სულ რაღაც 4500 ფუნტი სტერლინგი დაუჯდება, რაც 5400 აშშ დოლარის ექვივალენტია.
ჰეთჩბექის მოდიფიკაცია 13 საათში სრულდება.