LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტები ახალი ზელანდიიდანაც ჩამოვლენ – რას მოგვიტანს National Geographic-თან თანამშრომლობა

191
victoriauniversity-of-wellington-new-zealand3

„მნიშვნელოვანია, რომ National Geographic-თან თანამშრომლობით მოხდება ტურისტების შემოყვანა ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა: აშშ, კანადა და ახალი ზელანდიაა“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი აცხადებს.

ნათია თურნავამ დადებითად შეაფასა ამერიკული ტურისტული კომპანიის MIR Corporation -ისა და National Geographic-ის ერთობლივი პროექტი, რომელიც საქართველოში ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან ტურისტების ჩამოყვანისა და მათთვის სპეციალური ტურისტული სერვისების შეთავაზებას ითვალისწინებს.

“ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, ამ დღეებში, როდესაც საქართველოში ტურიზმი დადგა გამოწვევის წინაშე. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა: აშშ, კანადა, ახალი ზელანდია და სხვა, საიდანაც ტურისტრების ნაკადების შეიძლება მეტი იყოს და პოტენციალი დიდია, სწორედ National Geographic-ის ეგიდით მოხდება მათი შემოყვანა და ჩვენ მათ სიამოვნებით ვუმასპინძლებთ,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები