LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტულ სააგენტოებსა და სასტუმროებს მასტერკლასი ჩაუტარდათ

97

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში განთავასების ობიექტებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს მასტერკლასი ჩაუტარდათ.

ბელარუსული საერთაშორისო ტურისტული კომპანიის „ინჯეოტურის” დამფუძნებელმა ეკატერინა ნიკოლაევამ თავისი გამოცდილება ქართველ კოლეგებსა და პოტენციურ პარტნიორებს გაუზიარა. რამდენიმე საათიანი მასტერკლასისას მან განთავსების ობიექტებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან ურთიერთანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება სასტუმროებისა და სააგენტოების მიერ ერთობლივი ტურპაკეტების შექმნის, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვისა და მათი ეფექტურად განხორციელების მნიშვნელობაზე შეჩერდა.

ტურისტული კომპანია “ინჯეოტური” ბელარუსის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული კომპანიის “ვენტო ტურის” შვილობილი კომპანიაა. საქართველოში ბელარუსი ტურისტების მოზიდვის მიზნით კომპანია 2015 წლიდან აქტიურად მუშაობს.

„მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია ჩვენი ტურისტული სექტორისთვის. რეგიონში ტურისტების მოზიდვის კუთხით განსაკუთრებით აუცილებელია განთავსების ობიექტებმა და ტურისტულმა სააგენტოებმა ჩვენს პოტენციურ ტურისტებს ერთობლივი ტურისტული პაკეტები შესთავაზონ. ამ მხრივ „ინჯეოტურს“ კარგი გამოცდილება აქვს, რაც დაეხმარება ჩვენს სააგენტოებსა და სასტუმროებს სამომავლო ურთიერთანამშრომლობის პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისების განვითარების განყოფილების უფროსმა თამარ კაიკაციშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g