LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტული კომპანია Traveler.ge განცხადებას ავრცელებს: “განუზომელია სევდა, რომელსაც ჩვენი გუნდი განვიცდით”

444
BeFunky-collage (1)

ტურისტული კომპანია Traveler.ge, რომელმაც  ხევსურეთის ტური დაგეგმა, მომხდარი მძიმე ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

განცხადებას კომპანია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ ხევსურეთის გზაზე მომხდარი მძიმე ტრაგედიის გამო, განუზომელია სევდა რომელსაც ჩვენი გუნდი განვიცდით ??? ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, მეგობრებს, სრულიად საქართველოს ???
?ამ მძიმე დროს უფალს ვევედრებით რომ გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად და გვჯერა გადარჩენილი მგზავრები მალე გამოჯანმრთელდებიან ..

“ყველაფერი კეთდება, რათა სამივეს სიცოცხლე შენარჩუნდეს” – როგორია შატილის გზაზე დაშავებულების მდგომარეობა

“საშინელება ხდება ჩემს სადარბაზოში… დედის თხოვნაა, ილოცოთ ხატიასთვის, რომ გადარჩეს…”

ჩვენი მხრიდან სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და ყველა დეტალს მივაწვდით საგამოძიებო უწყებას რაც კი ხელთ გვაქვს რათა დადგინდეს ტრაგედიის მიზეზი …”- ნათქვამია განცხადებაში.

Treveler.ge-ს ხელმძღვანელი და თანამშრომელი პოლიციამ გამოკითხა

 

დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. მძიმედ დაშავდა სამი მგზავრი. ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

“იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ” – კელი დეგნანი შატილში დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრებს

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები