ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანახმად, საქართველოში, 2025 წლის იანვარ-მარტის პერიოდში, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – ისტორიულმა მაქსიმუმმა 958 947 ვიზიტი შეადგინა (ზრდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.2%-ია).
გაზრდილია საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტებიც – 2025 წლის პირველ კვარტალში 1 314 828 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 1.1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საანგარიშო პერიოდში ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი (+72.9%), ინდოეთი (+27.7%), ჩინეთი (+40.1%), იორდანია (+44.7%), საუდის არაბეთი (+8.3%). ევროკავშირის ქვეყნებიდან კი მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ნიდერლანდებიდან (+22.3%), სლოვაკეთიდან (+19.9%), ჩეხეთიდან (+16.9%), იტალიიდან (+10.1%) და საბერძნეთიდან (+9.7%).