LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თურმე უნდა გადავიღოთ სელფები და იმ წამსვე გავიქცეთ პოლიციაში, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ძალიან ბევრი დანაშაული მოხდება, რაც ყველაზე მეტად მაწუხებს“ – ნეკა დოროყაშვილი

259
BeFunky-collage

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ძალიან ბევრი დანაშაული მოხდება, რაც ყველაზე მეტად მაწუხებს“, – ამის შესახებ ნეკა დოროყაშვილმა ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გამამართლებელ განაჩენზე საუბრისას, „ტვ პირველთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა

„თურმე უნდა გადავიღოთ სელფები, მერე წავიდეთ ექსპერტიზაზე, რაც ძალიან ძვირია და ბერვ ქალს, საერთოდ, არ აქვს ფული და ვერ გადაიხდის, თან როგორც კი გადაიღებ სელფს, უნდა გაიქცე პოლიციაში.

ძალიან ძნელია ძალადობის მსხვერპლმა ქალმა იმ წამსვე მიმართოს პოლიციამ. ამის გასააზრებლად ბევრი წელი გჭირდება“, – აღნიშნა ნეკა დოროყაშვილმა.

მანვე ისაუბრა იმ ექსპერტიზის დასკვნაზე, რითაც ჩოგბურთელის ადვოკატებმა, საქმის განხილვის მიწურულს, თავად დაზარალებულად ცნობილ ნელი დოროყაშვილს დასდეს ბრალი ქმარზე ფსიქოლოგიურ ძალადობაში.

„საინტერესოა, რომ ის ექსპერტი, რომელმაც ნიკოლოზ ბასილაშვილის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა დაწერა, ამ ქეისში ინტერესთა კონფლიქტი იყო..

ალბათ, ნიკოლოზმა მოისყიდა, გადაიხადა ფული, ბევრი ნულიანით.. და რა უნდა ვილაპარაკოთ? ასე შეიძლება, ნებისმიერი ადამიანი მივიდეს, გადაიხადოს ფული და დააწერინოს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ის დასკვნა, რაც მას სურს“, – თქვა დოროყაშვილმა.

 

 

‼ „ალბათ ნიკოლოზმა მოისყიდა, გადაუხადა ფული ძალიან ბევრი ნულით“

‼ „ალბათ ნიკოლოზმა მოისყიდა, გადაუხადა ფული ძალიან ბევრი ნულით“
⚠ პირველი ინტერვიუ ნეკა დოროყაშვილთან განაჩენის გამოცხადების შემდეგ

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on შაბათი, 22 ოქტომბერი, 2022

 

 

 

მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ბრალდებული ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო.

ნელი დოროყაშვილი: “ამ ქალბატონმა დღეს განაჩენი გამოუტანა მთელი საქართველოს ქალებს…მე ახლა ვიწყებ რეალურ ბრძოლას”

ვიდეო: „შეგნებულად არ მივედი სასამართლოში“ – ნეკა დოროყაშვილი ჰყვება რა მოლოდინი ჰქონდა პროცესის დაწყებამდე

ხათუნა ხარჩილავა საქართველოს პირველი ჩოგნის, ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ ძალადობის საქმეს თითქმის ორი წელი განიხილავდა. მან გუშინ, 21 ოქტომბერს განაჩენის გამოცხადების დროს თქვა, რომ ბასილაშვილის ყოფილ ცოლზე, ნეკა დოროყაშვილზე ძალადობის დასამტკიცებლად საკმარისი მტკიცებულებები არ იყო წარდგენილი.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩოგბურთელს გაუუქმდა მანამდე დაწესებული აღკვეთის ღონისძიება – 100 ათას ლარიანი გირაო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბასილაშვილს თანხა, ერთი თვის ვადაში უკან უნდა დაუბრუნდეს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი: ძალიან გახარებული ვარ, რომ დადგა სამართლიანი განაჩენი, ამდენი ცრუ ბრალდება ჩემთვის რთული ასატანი იყო

სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო

განაჩენის გამოცხადებას მხოლოდ ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი ესწრებოდა, სასამართლოზე არ გამოცხადებულა ნელი დოროყაშვილი.

პროკურორი: ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას და განაჩენს გაასაჩივრებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g