LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურნავა ანაკლიის პორტზე: მიმდინარე საარბიტრაჟო დავამ ამ პროექტს გარკვეული დარტყმა მიაყენა

68
a4ab608e3221ef470db3066bfd4d3540

ეკონომიკის მინისტრი ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრობს და ამბობს, რომ მიმდინარე საარბიტრაჟო დავამ, რომელიც წინა ინვესტორების მხრიდან არის გაჩაღებული, ამ პროექტს გარკვეული დარტყმა მიაყენა.

როგორც ნათია თურნავამ განმარტა, დღეს ქვეყანას ოპერირებადი პორტი უნდა ჰქონოდა, თუმცა პროექტი ჯერაც არ განხორციელებულა. თურნავას თქმით, ამის დადებითი მხარე ისაა, რომ უფრო სანდო ინვესტორების მოძებნა იქნება შესაძლებელი.

„ჩვენ რამდენიმე თვის წინ საერთაშორისო კონსულტანტები მოვიწვიეთ, რომლებიც ცნობილი არიან საზღვაო სფეროში, ასევე საპორტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით სანდო კვლევებით. მათ ჩვენთვის, პრაქტიკულად, ეს პროექტი განაახლეს და საინვესტიციო შეთავაზების განახლებული სტრუქტურა წარმოადგინეს, სადაც მთავრობის მონაწილეობა შეიძლება უფრო მეტად წონადი იყოს და ეს პროექტი უფრო მიმზიდველი გავხადოთ ამ თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდეს“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრმა ისიც თქვა, რომ კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, საქართველოს გავლით ტვირთების ტრანზიტი არ შემცირებულა და რიგი მიმართულებებით გაიზარდა კიდეც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g