ცნობილ თურქ ტელეწამყვანს, მურატ ბაშოღლუს, “უზნეო ქცევის” ბრალდებით გაასამართლებენ. ბოდრუმის პროკურატურამ ტელეწამყვანს ქვეყნის დატოვება აუკრძალა.
რამდენიმე დღის წინ, თურქული მედიის მიერ გავრცელებული მურატ ბაშოღლუს ფოტოები , სადაც ის ახალგაზრდა ძმისშვილთან, უფროსი ძმის ქალიშვილთან, ბურჯუ ბაშოღლუ-კაბადაისთან ერთად ინტიმურ პოზებშია დაფიქსირებული, “უკანასკნელი წლების ყველაზე დიდი სკანდალად” შეაფასეს.

მედიაში საუბრობენ იმაზეც, რომ ბურჯუსა და მურატის სასიყვარულო ინტრიგამ დაქორწინებულ ტელეწამყვანს ოჯახშიც სერიოზული პრობლემები შეუქმნა. თავად მურატ ბაშოღლუმ ერთ-ერთ ინტერვიუში თავის საქციელს შეცდომას უწოდებს და ამბობს, რომ ახლა ამისთვის პასუხს აგებს:

“რამდენჯერაც არ უნდა ვითხოვო პატიობა, მისი დამსახურება არ შემიძლია. ეს წუთიერი სისუსტე იყო – მსგავსი შეიძლება ნებისმიერ მამაკაცს მოუვიდეს. ჩემი ცოლი ახლა ელოდება როდის დამშიდდება ყველაფერი, შემდეგ კი ალბათ განქორწინებას გადაწყვეტს. ძალიან ვწუხვარ” – აცხადებს ტელეწამყვანი.
