LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთი ყველა დონეზე ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

116
erdoB-vb-99

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოთქვა.

„თურქეთი ყველა დონეზე ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენი დიდი სურვილია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემები მოგვარდეს მშვიდობიანი გზით. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილტან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

თურქეთი საქართველოს ხედავს როგორც რეგიონული თანამშრომლობის გასაღებს - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

"ძალიან მნიშვნელოვანია აზერბაიჯანთან ერთად სამმხრივი თანამშრომლობა"

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფო ვიზიტით, თურქეთის რესპუბლიკას დღეს ეწვია.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილმა რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოში მიიწვია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები