LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 45 ათასს გადააჭარბა

139
mashveli_w_h

თურქეთსა და სირიაში თებერვლის დამდეგს მომხდარი მიწისძვრის შედეგად 45 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

“როიტერსის” ინფორმაციით, თურქეთში დაიღუპა 39 672 ადამიანი, სირიაში – 5800-ზე მეტი. უცნობია რამდენი ადამიანი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად.

მიწისძვრიდან 11 დღის შემდეგ მაშველებმა ნანგრევებიდან 3 ადამიანი ამოიყვანეს

5 თებერვალს ღამით სამხრე-აღმოსავლეთ თურქეთსა და ჩრდილო-დასავლეთ სირიაში 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. დაზარალებულ ქალაქებში ათასობით მაცხოვრებელი დარჩა უსახლკაროდ, დაინგრა ათასობით შენობა, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები და მრავალბინიანი სახლები.

თურქეთში ერთი თვით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g