„თურქეთში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთხელ გაგრძელდება,“ – ამის შესახებ თურქეთის პრემიერმინისტრის მოადგილემ და მთავრობის სპიკერმა, ბექირ ბოზდაღმა, განაცხადა.
საგანგებო მდგომარეობა თურქეთში 2016 წლის 20 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ შემოიღეს. ამის შედეგად 250 ადამიანი დაიღუპა და 2 200 დაშავდა.
ბოზდაღმა კვლავ მიმართა ათენს, რომ გადასცეს ანკარას სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ იქ გაქცეული 8 სამხედრო პირი, რაც ორ ქვეყანას შორის უკეთესი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში თავის წვლილს შეიტანს.
სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის მთავრობამ 50 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა.
