LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქული ტექსტილის ბიზნესი რუსეთიდან საქართველოში გადმოინაცვლებს

80

საქართველოში ტექსტილის ინდუსტრიის განვითარებით 20-მდე თურქული კომპანია ინტერესდება.

როგორც საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ოსმან ჩალიშქანი-მჟავანაძემ გადაცემა “ბიზნესკონტაქტს” განუცხადა, ტექსტილის მწარმოებელი კომპანიები დაინტერესებულნი არიან პროდუქცია ევროპაში “Made in Georgia”-ს დასახელებით გაიტანონ.

ოსმან ჩალიშქანის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც თურქეთს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები გაურთულდა, ტექსტილის სფეროში მოქმედი თურქული კომპანიები ბიზნესების საქართველოში გადმოტანას გეგმავენ.

“თურქი ინვესტორები გეგმავენ ქუთაისში ტექსტილის ქალაქი შექმნან. იქ მუშახელი საკმაოდ იაფია. საქართველო მათთვის ლოჯისტიკის თვალსაზრისითაც, საკმაოდ მიმზიდველი ქვეყანაა”, – აცხადებს ოსმან ჩალიშქანი-მჟავანაძე.

როგორც საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, საქართველო თურქული კომპანიებისთვის მიმზიდველია იმითაც, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ევროპაში გატანა მწარმოებლებს  კვოტირების გარეშე შეუძლიათ. ინვესტორებისთვის მისაღებია ასევე მოგების გადასახადის ესტონური მოდელიც, რაზეც ახლა მიდის მუშაობა. მისი თქმით, ამით ინვესტორებს ქვეყანაში წარმოების განვითარების და მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობა მიეცემათ.

საქართველოში, ძირითადად აჭარის რეგიონში, ამჟამად 7 თურქული ტექსტილის კომპანიაა წარმოდგენილი. ამ სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა კი 6 800 ადამიანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g