LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითმართვადმა Tesla-მ სახანძრო ავტომობილი ვერ დაინახა და შეეჯახა

46

ელექტროქარმა Tesla Model S-მა, რომელიც 105 კმ/საათით გადაადგილდებოდა, კალვერ სიტის სახანძრო დეპარტამენტის ავტომობილს შეეჯახა, რომელიც სხვა ავარიის ადგილზე მუშაობდა. მძღოლის თქმით, ავტომობილი ავტოპილოტის რეჟიმით გადაადგილდებოდა. საგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაციას სახანძრო სამსახური ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

წინათ, მძღოლებსა და ინტერნეტ-მომხმარებლებს არაერთხელ შეუნიშნავთ, რომ კრუიზ კონტროლის სისტემა, რომელსაც Tesla იყენებს, ყოველთვის ვერ ცნობს მოძრავ ობიექტებს. მაგალითად, ველოსიპედისტებსა და დაპარკინგებულ ავტომობილებსაც კი.

ჯოშუა ბრაუნის რეზონანსული ავარიის შემდეგ, რომელიც ავტონომიურად მართვად ავტომობილში ყოფნისას სატვირთოს მისაბმელს შეუვარდა, ფუნქცია Autosteer-ის სწორად მუშაობისთვის, Tesla-მ მოითხოვა საჭეზე ხელი მძღოლს მუდმივად ჰქონდეს.

ამის გასაკონტროლებლად, საჭეზე ინტეგრირებულია სენსორები, რომლებიც წნეის მონიტორინგს ახდენენ.

ბრაუნის გარდაცვალების შესახებ გამოძიება დღემდე არ დასრულებულა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები