„სახლიდან ვერ გავდიოდით, მერე არაფერი მოხდეს-მეთქი“, – ამის შესახებ „ფორმულასთან“ საგარეჯოში მომხდართან დაკავშირებით საუბრისას ერთ-ერთმა ადგილობრივმა განაცხადა.
..[დაჭრილი] კუთხე-კუთხე გავაძვრინე, პოლიკლინიკაში მივიყვანე, უშველეთ-მეთქი. 2 საათი სახლში მყავდა დაჭრილი, მე-4 ბიჭი, ფეხში ჰქონდა ჭრილობა.
„2 საათი სახლში მყავდა დაჭრილი ბიჭი“ — საგარეჯოში მომხდარის თვითმხილველი
„სახლიდან ვერ გავდიოდით… 2 საათი სახლში მყავდა დაჭრილი ბიჭი“ — საგარეჯოში მომხდარის თვითმხილველი
Posted by Formula • ფორმულა on Thursday, 19 January 2023
ვუშველე, ჩემებურად დავამუშავე, სახლში არაყი მქონდა… გარეთ ვერ გავდიოდი, მეშინოდა“, – ამბობს ადგილობრივი.
საგარეჯოში მომხდარი სროლის შედეგად ოფიციალური ინფორმაციით, 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის შსს-ს თანამშრომლის, დაჭრილია 5 მოქალაქე. უწყების ცნობით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა პირმა განახორციელა. აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
მოკლულთა ცხედრები ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული, მათ შორის ექსპერტიზაზე გადაასვენეს თავად ყოფილი სამხედროც, რომელმაც მეზობლებს და ადგილზე გამოძახებულ პოლიციას ცეცხლი გაუხსნა.
„საკუთარი შვილი მძევლად ჰყოლია აყვანილი.. ვინც გაეკარა, მიცვალებულებთან მივიდა, ყველას მიაყარა ავტომატი.. ორივე აივნიდან ისროდა - ხან ერთზე გადიოდა, ხან მეორეზე“ - რა ვიცით საგარეჯოში მომხდარზე და რას ჰყვებიან თვითმხილველები
საგარეჯოში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი 5 პირიდან 4 „ჯეოჰოსპიტალსის“ საგარეჯოს ფილიალში რჩება, 1 კი კატასტროფის ბრიგადით თბილისშია გადმოყვანილი.
რაც შეეხება თავად შემთხვევის ადგილს, კორპუსში, საიდანაც მამაკაცი ისროდა, საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. კორპუსის მიმდებარე ტერიტორია კვლავ პოლიციის ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, თავდამსხმელი 2016-2021 წლებში თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა და ნამყოფია ავღანეთის მისიაშიც. ამის სპეცოპარაციის დასრულების შემდეგ მედიასთან ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მაშინ, როდესაც ყოფილმა სამხედრომ სროლა დაიწყო, სახლში იყო მისი შვილიც, რომელიც მოგვიანებით გამოიქცა.
საგარეჯოში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი 5 პირიდან 4 „ჯეოჰოსპიტალსის“ საგარეჯოს ფილიალში რჩება, 1 კი კატასტროფის ბრიგადით თბილისშია გადმოყვანილი. როგორც ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა, მამუკა ოთიაშვილმა განუცხადა, 5 პირიდან შედარებით მძიმეა 1 პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც ოპერაცია უტარდება.