LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თვითონ ბაიდენს უყვარს ეს აქსესუარი…” – რა აჩუქეს პუტინმა და ბაიდენმა ერთმანეთს

189
SEI-83395847

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პუტინს მზის სათვალე „ავიატორი“ და ბროლის ბიზონი აჩუქა. ამის შესახებ USA TODAY-ი წერს აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

მისი თქმით, ბაიდენმა პუტინს გადასცა „ავიატორის“ ტიპის სათვალე, რომლიც საგანგებოდ დაამზადა ფირმა, Randolph USA-მ. ამ სათვალეს სამხედრო მფრინავებისთვის ფირმა ამზადებს 1978 წლიდან.

როგორც მედია წერს, თვითონ ბაიდენს უყვარს ეს აქსესუარი.

თავის მხრივ, ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგას ხოხლომას სტილში შესრულებული საწერი ნაკრები აჩუქა. მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა დააზუსტა, რომ ეს არის „ხოხლომას სტილში საწერი ნაკრები „მოსკვა“.

ცნობისთვის, შეხვედრა, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა, 16 ივნისს ჟენევაში ლა გრანჟის ისტორიული ვილაში გაიმართა და 4 საათს გაგრძელდა.

ამერიკელ კოლეგასთან აუდიენციის შემდეგ, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ “უთანხმოებების ფონზე პოზიციების დაახლოების მზაობა ვაჩვენეთ”,  თუმცა პრესკონფერენციის დროს უთანხმოების მთავარ საკითხებზე პუტინის რიტორიკა უცვლელი იყო.

“ასე რის გეშინიათ?” – ჟურნალისტის კითხვა პუტინს

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g