LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითონ რაც გააფუჭეს ჩვენ გვაბრალებენ – ბიძინა ივანიშვილი ნაციონალური მოძრაობის მმართველობას იხსენებს

81
26947135

ტელეკომპანია იმედის ეთერში ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე საუბრობს. გადაცემაში “SWOT ანალიზი” ივანიშვილი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდსაც იხსენებს და ამბობს, რომ 2008 წლის მოვლენები ნაციონალური მოძრაობის ბრალია.

“4 მილიარდი ვისესხეთ, რომ ჩაგვესახლებინა ჩვენი დევნილები, ეს 4 მილიარდი ბიუჯეტს აწევს დღეს ზურგზე. ჩვენ რაც ვისესხეთ განუხრელად სწორი მიმართულებით ვხარჯავთ, ის 4 მილიარდი ვალად აისახება და ჩვენმა გუნდმა უნდა გაისტუმროს. ის ეკონომიკას არ მოხმარებია, ის უბედურებას მოხმარდა, რომელიც თავს მოგვახვია პირდაპირი მნიშვნელობით ნაციონალურმა მოძრაობამ.

ნაციონალურმა მოძრაობამ ყველაფერი გააკეთა, რომ რუსული ჯარი შემოეყვანა. არ იფიქროს ეხლა ვინმემ რომ რუსეთის ქმედება გავამართლო, 1 გრამითაც კი, მათ თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვთ და ჩვენ ყველა მიმართულებით ვითხოვთ პასუხს მათგან, მაგრამ ნაციონალურმა მოძრაობამ ყველაზე დიდი დანაშაული, რაც ჩაიდინა, სწორედ ეს იყო-ტერიტორიების ოკუპაცია”-აცხადებს ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები