LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყეში გაუჩინარებული ალექსეი ნავალნის მკურნალი ექიმი იპოვეს

161
ექიმი

რუსეთში, ომსკის ოლქის ჯანდაცვის მინისტრი, ალექსანდრ მურახოვსკი, რომელსაც პარასკევის შემდეგ ეძებდნენ, ცოცხალი იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ექიმს ვერტმფრენებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით ეძებდნენ.

ამ დროისთვის, მურახოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გაუჩინარების მიზეზი უცნობია.

ალექსეი ნავალნის ექიმი მოულოდნელად გარდაიცვალა

ალექსანდრ მურახოვსკი ტყეში სანადიროდ 7 მაისს წავიდა, რის შემდეგაც აღარ გამოჩენილა. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინისტრის კვადროციკლი ტყეში იპოვეს.

ალექსანდრ მურახოვსკი პირველი ექიმი იყო, რომელმაც მოწამლულ ალექსეი ნავალნის უმკურნალა. კერძოდ, ის იმ საავადმყოფოს მთავარი ექიმი იყო, სადაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ნავალნი 2020 წლის აგვისტოს ბოლოს გადაიყვანეს.

მაშინ მურახოვსკიმ განაცხადა, რომ თავდაპირველი ლაბორატორიული კვლევების შედეგად ნავალნის ორგანიზმში „ნოვიჩოკის“ კვალი არ აღმოჩნდა.

49 წლის მურახოვსკი ოლქის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე გასული წლის ნოემბერში დანიშნეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g