LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყიბულის სპორტის სასახლის რეაბილიტაციაზე 2,5 მლნ დაიხარჯა

204

ტყიბულში რეაბილიტირებული სპორტის სასახლე გაიხსნა.

სასახლე მრავალფუნქციურია და შესაძლებელია კალათბურთის, ფრენბურთის, ხელბურთის , მინი-ფეხბურთის ტურნირების ჩატარება.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცნობით, შენობა სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და შეუძლია საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობაც.

შენობის რეკონსტრუქციის პროექტი, 2012 წელს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით და მოსახლეობის მაღალი ინტერესების გათვალისწინებით მომზადდა, რომელიც რამდენიმე ეტაპად დაიყო.

საერთო ჯამში შენობის რეაბილიტაციაზე 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

სპორტის სასახლე, რომელიც გასული საუკუნის 80-იანწლებში ექსპლუატაციაში შევიდა,  90-იან წლებში სტიქიური მოვლენების (დიდთოვლობის) გამო დაზიანდა და ათეულობით წელი ობიექტი უფუნქციოდ იყო დარჩენილი.

 

 

mazda magti 5g