„უამინდობამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. ძლიერმა თოვამ და ყინულმოცვამ მწყობრიდან გამოიყვანა ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილი ელექტროენერგიის ქსელი“, – ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, აღდგენითი სამუშაოები გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ ენერგომომარაგება სრულად არ აღდგება.
„მიუხედავად იმისა, რომ გადაადგილება ჭირს, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ სპეციალური ბრიგადები, მეორე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ
ამ დროისთვის ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება იმერეთის და სამეგრელოს რეგიონების სოფლების უმეტესობას.
უამინდობამ საკმაოდ დიდი რაოდენობის ავარია გამოიწვია დასავლეთ საქართველოს ელექტროენერგიის როგორც მაღალი, ისე დაბალი ძაბვის ქსელებში.
დაზიანების ადგილებზე რჩებიან სხვა რეგიონებიდან ჩასული დამატებითი ტექნიკური ბრიგადები. ისინი ადგილობრივ ენერგეტიკოსებს ეხმარებიან აღდგენით სამუშაოებში.
აღდგენითი სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, სანამ სრულად არ აღდგება ენერგომომარაგება“, – აღნიშნულია „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უამინდოამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა ძლიერმა თოვამ და ყინულმოცვამ მწყობირად გამოიყვანა…
Posted by ენერგო-პრო ჯორჯია • Energo-Pro Georgia on ორშაბათი, 29 დეკემბერი, 2025
