LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უამრავ ფერად თავგადასავალს და საინტერესო ამბების მოყოლას გისურვებთ“ – იუბილარი გივიკო დიდია ემოციურ მილოცვებს იღებს

716
ფორტუნა - 2023-09-16T011829.657

ბლოგერი და მომღერალი გივიკო დიდია, რომელიც ცოტა ხნის წინ „რუსთავი 2“-ის თანამშრომელი გახდა,  იუბილარია. ბლოგერი სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს.

გივიკოს დაბადების დღეს „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გუნდიც ულოცავს.

„გივიკო, ჩვენი გუნდის სახელით გილოცავთ დაბადების დღეს! – უამრავ ფერად თავგადასავალს და საინტერესო ამბების მოყოლას გისურვებთ! ვამაყობთ, რომ ჩვენს გუნდში ხარ და დარწმუნებული ვართ, ჩვენს წარმატებულ თანამშრომლობაში!“.- ვკითხულობთ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ფეისბუკგვერდზე.

„რუსთავი 2“-ის მილოცვას უამრავი მაყურებელი შეუერთდა და წერენ, რომ გივიკო ძალიან კეთილი და შრომისმოყვარე ადამიანია და ყველაფერ კარგს იმსახურებს.

გივიკო დიდია ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” თანამშრომელი გახდა – რომელ გადაცემაში ვიხილავთ ბლოგერს

გივიკო დიდია: „დაუმსახურებლად რამდენმა ადამიანმა მატკინა გული. ხელი მკრეს, ზევიდან მიყურებდნენ. როცა ვჭირდებოდი, მათთვის რა კარგი და ნიჭიერი ბიჭი ვიყავი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები