იკვლევს თუ არა ახალ შტამებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი – ამ კითხვის საპასუხოდ ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ იკვლევენ.
როგორც გამყრელიძემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე აღნიშნა, ამ ეტაპზე ქვეყანაში ყველა შტამი კვლავ “დელტაა”:
“ვიკვლევთ, იმიტომ, რომ ერთ-ერთ ფაქტორად ჩვენ გვინდა გამოვრიცხოთ… რადგან ასეთი ნახტომი გვქონდა და უარესდება სიტუაცია, რამე ახალ შტამთან ხომ არ გვაქვს საქმე და ვიკვლევთ, ჯერ ყველა დელტაა.” – განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, დღეს კოვიდ-19-ის 4 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 623 პაციენტი, გარდაიცვალა 37 ადამიანი.
ვინ და რა ცნობის საფუძველზე მიიღებს ვაქცინის “ბუსტერ” დოზას – თამარ გაბუნია განმარტავს