ავიაკომპანია Hainan Airlines-ის რეისის უბილეთო მგზავრი ტუალეტში დაიმალა და დანიშნულების ადგილამდე ასე ჩააღწია. გამოცემა PYOK-ს ინფორმაციით, მამაკაცი ავსტრიიდან ჩინეთში ჩაფრინდა.
როგორც ირკვევა, მგზავრმა ვენის აეროპორტში ყველა შემოწმება წარმატებით გაიარა, შემდეგ ტურისტების ჯგუფს შეერია და თვითმფრინავის ბორტზე მოხვედრა შეუმჩნევლად შეძლო. თვითმფრინავში ასული ავსტრიელი ტუალეტში დაიმალა და იქ გზის დიდი ნაწილი გაატარა, დანიშნულების ადგილამდე ფრენა 11 საათი გრძელდებოდა. ამოპარული მგზავრის ნახვის შემდეგ ეკიპაჟის წევრებმა გადაწყვიტეს ბორტი უკან არ დაებრუნებინათ და დანიშნულების ადგილამდე განაგრძეს გზა.
შენჩჟენში მამაკაცს პოლიცია დახვდა. ჩინეთის მთავრობამ უბილეთო მაშინვე უკან, ვენაში გაუშვა. ვენაში კი მამაკაცი დაკითხეს და გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.