LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უჩვეულო არქიტექტურა და გასაოცარი ისტორია“ – Time Out თბილისის შესახებ წერს

132
თბილისი

ონლაინ გზამკვლევმა Time Out მოკლევადიანი მოგზაურობისთვის საუკეთესო ქალაქების (City Breaks) შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

გრეის ბიარდი ყურადღებას ევროპის იმ ქალაქებზე ამახვილებს, სადაც უქმეების საინტერესოდ გასატარებლად კულტურა, კულინარია და ღამის ცხოვრება ერთმანეთს კარგად ერწყმის.

სტატიის ავტორი 2025 წლის საუკეთესო მიმართულებებად, მეგაპოლისებთან ერთად, პატარა ქალაქებსაც ასახელებს და აღნიშნავს, რომ მათ თავგადასავლების მაძიებლების გაოცება ძალუძთ.

რეიტინგში სულ 14 ქალაქი მოხვდა, კერძოდ, როტერდამი, (ნიდერლანდები), ბუდაპეშტი (უნგრეთი), კორკი (ირლანდია), ხირონა (ესპანეთი), ჰელსინკი (ფინეთი), პორტო (პორტუგალია), თბილისი (საქართველო), მილანი (იტალია), კრაკოვი (პოლონეთი), ოსლო (ნორვეგია), ტულუზა (საფრანგეთი), ვენა (ავსტრია), ბირმინგემი (დიდი ბრიტანეთი) და ტირანა (ალბანეთი).

რეიტინგში მე-7 ადგილზე მყოფი საქართველოს დედაქალაქის შესახებ ვკითხულობთ, რომ თბილისი, რომელიც ისტორიული აბრეშუმის გზის შუაგულში მდებარეობს და მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, გამოირჩევა უჩვეულო არქიტექტურით, შუა საუკუნეების ტაძრებით და რომ აქ გემრიელი კერძების მირთმევა და საუკეთესო ღვინის დაგემოვნებაა შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g