LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ  11 მაისს მასშტაბური მანიფესტაცია დაანონსდა

135
11 მაისს- მანიფესტი

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორები 11 მაისს დიდ მანიფესტაციას აანონსებენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა საკანონმდებლო ორგანოსთან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ყველამ უნდა დაიმახსოვროს 11 მაისი და აქციაზე მივიდეს ყველა ის პირი, ვინც ჯერ პროტესტის გამოსახატად არ გამოსულა.

“მინდა დაიმახსოვროთ ეს თარიღი – 11 მაისი. 11 მაისს ყველამ ერთად მოვაწყოთ ძალიან დიდი მანიფესტაცია. დიდი, მშვიდობიანი, ძლიერი, თავდაჯერებული მანიფესტაცია. ჩაინიშნეთ ეს თარიღი. ყველამ ავიღოთ ეს დავალება, ის ადამიანები, ვინც ჯერ აქ {აქციაზე} არ ყოფილან მოვიყვანოთ”, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლევან ცუცქირიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები