LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უცნობი ადამიანები მწერენ, რომ ვეცოდები ასაკით ჩემზე უფროსი მამაკაცის ცოლი რომ ვარ.. ეგ თქვენი აზრი თქვენთვის დაიტოვეთ. სიყვარული მოხუცს ახალგაზრდად დაგანახვებს, უსინათლოს ხილულად..“ – ცისნამი საყვარლიშვილი

297
ცისნამი საყვარლიშვილი

„ჩემთვის უცნობი ადამიანები თავს იწუხებენ და პირადში მწერენ, რომ თურმე მე ძალიან ლამაზი, ახალგაზრდა და მაგარი გოგო ვარ. თურმე ამ ხალხს ვეცოდები, რომ ასაკით ჩემზე უფროსი მამაკაცის ცოლი ვარ და მათი ჭკუით უფრო მეტს ვიმსახურებ, ანუ უფრო ახალგაზრდა კაცს“, – ამის შესახებ ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ცისნამი, მსგავსი აზრის მქონე ადამიანებს ურჩევს „ეს აზრი თავისთვის დაიტოვონ“, რადგან მისივე თქმით, როცა გიყვარდება, თვალზე ბინდი გეკვრება და სიყვარული მოხუცს ახალგაზრდად დაგანახვებს, უსინათლოს კი ხილულად.

„ეგ თქვენი აზრი თქვენთვის დაიტოვეთ.

სიყვარულმა ეგ ბლა, ბლა, ბლა არ იცის.

შეგიყვარდა და მანდ მთავრდება ყველაფერი. თვალებზე ბინდი გეკვრება და მხოლოდ კონტურებს ხედავ.

სიყვარულს სწორედ ეს ძალა აქვს, რომ მოხუცს ახალგაზრდად დაგანახვებს, უსინათლოს ხილულად, კოჭლს და ხეიბარს ჯანმრთელად.

თუ თქვენ ეს ჯერ კიდევ არ გამოგიცდიათ, ცხოვრებაში ბევრი რამ დაგიკარგავთ.

სიყვარული ყველანაირ ბოროტებას დაამარცხებს“, – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g