LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უდედოდ დარჩენილო მოზარდებო, ვიცი, რომ დედას ვერავინ შეგიცვლით.. მაგრამ თუ ჩემნაირი ფსიხი უფროსის რჩევები გჭირდებათ სად ისწავლოთ, რა პროფესია აირჩიოთ, მომწერეთ“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

1141
Untitled design

„ბაღდათში დამარხული ოჯახის და ემიგრანტი დედის ტრაგედიამ გახლეჩილ ოჯახებზე ფიქრი ამაკვიატა“, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი, „ევროპული საქართველოს“ წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

თამარ ჩერგოლეიშვილი უდედოდ დარჩენილ მოზარდებს მოუწოდებს, თუ სწავლასთან და პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით რჩევები სჭირდებათ, მას მიმართონ:

„მე მიფიქრია გიგას დაჭერაზე და მასთან წლობთ განშორებაზე.

მიფიქრია იმაზე, რომ საღამოობით ვერ ვიკამათებ მასთან გალურჯებამდე.

მიფიქრია იმ სიცარიელეზეც, რაც დარჩება, თუ ადგნენ და ჩემი ნების წინააღმდეგ, ქმარი დამაშორეს და იძულებით გახლიჩეს ჩემი ოჯახი.

როცა სიღარიბის გამო დახლეჩილ ოჯახებზე და უდედოდ დარჩენილ ბავშვებზე ვფიქრობ და ვცდილობ მათ ნაცვლად ჩემი თავი წარმოვიდგინო – ყველაზე ახლოს, ზემოთ რაც აღვწერე, მაგ გამოცდილებას მივყავარ (და არც ისე ახლოს არაა).

უდედოდ დარჩენილო მოზარდებო, ვიცი რომ დედას ვერავინ შეგიცვლით. მაგრამ თუ ჩემნაირი ფსიხი უფროსის რჩევები გჭირდებათ სად ისწავლოთ, რა პროფესია აირჩიოთ, ან უბრალოდ თავდაჯერება გაკლიათ, რომ ის აკეთოთ რაზეც ოცნებობთ .. მომწერეთ და რამეს მოვიფიქრებთ.

თუ ინტერესი გაჩნდება, მერე პროექტსაც გავაკეთებ, რომ უფრო ორგანიზებულად მივხედო“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g