LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უდიდესი კაცი წავიდა..გარდა იმისა, რომ 4 გზის მსოფლიო და 2 გზის ოლიმპიური ჩემპიონია, 100 გზის ჩემპიონია კაცობაში და ადამიანობაში!“ – რას წერს რეჟისორი სანდრო ელოშვილი ლეგენდარულ ლევან თედიაშვილზე

164
BeFunky-collage

ლევან თედიაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში რეჟისორი სანდრო ელოშვილი ეხმაურება.

როგორც ელოშვილი წერს, გარდა იმისა, რომ ლევან თედიაშვილი 4 გზის მსოფლიო და 2 გზის ოლიმპიური ჩემპიონია, ის 100 გზის ჩემპიონია კაცობაში და ადამიანობაში.

„უდიდესი კაცი წავიდა…

ლეგენდარული ლევან თედიაშვილი!

გარდა იმისა რომ 4 გზის მსოფლიო და 2 გზის ოლიმპიური ჩემპიონია, 100 გზის ჩემპიონია კაცობაში და ადამიანობაში!

მარტო ის რად ღირს, ირანში რომ მოიგო ფინალი, ჯილდოებზე და პრიზებზე უარი თქვა და შაჰს ერთი მოჭიდავის ციხიდან გამოშვება სთხოვა, რომელსაც 35 წელი ჰქონდა მისჯილი…

19 წლის ბიჭი, ვახო რომ ომში წავიდა, გაყვა…

სად მოდიხარო? რომ ჰკითხა შვილმა, შენზე ნასროლ ერთ ტყვიას მაინც გადავეფარებიო… ვერ ქნა, ხელებში ჩააკვდა…

ამ ტკივილით იცხოვრა…

საერთოდ ბევრი ტკივილით იცხოვრა ადამიანმა, რომელსაც მთელი ქვეყნისთვის გაუთავებელი სიხარული მოჰქონდა… ასეთია ბედი და ფასი საქართველოში დიდად ყოფნის!

ლევან თედიაშვილს გაუმარჯოს! მშვიდობით ჩემპიონო!“ – წერს სანდრო ელოშვილი.

ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თედიაშვილი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი (1972 და 1976 წლებში). გარდა ამისა, იყო მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973). ასევე მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში (1973).

1971, 1973 და 1974 წლებში დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად.

2003 წელს ლევან თედიაშვილის თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. 2005 წლიდან ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) დიდების დარბაზის წევრია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g