Honda-ში მჯდომმა ამერიკელმა Rolls-Royce-სადა Bently-ს გადაუარა. „Associated Press”-ის ინფორმაციით, შემთხვევა ვაშინგტონის შტატში, ქალაქ ბელვიუში მოხდა. სამართალდამცავებმა დააკავეს 32 წლის მძღოლი, რომელმაც სხვისი ქონება ძალით დააზიანა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მამაკაცი პარკინგზე გაჩერებულ ძვირადღირებულ ავტომობილებს რამდენჯერმე დაეჯახა, რის გამოც ისინი სერიოზულად დაამტვრია.
როგორც ამერიკელმა ადგილზე მისულ სამართალდამცავებს უთხრა, მას უკანასკნელი 3 ღამის განმავლობაში არ ეძინა და პანიკური შეტევაც ამან გამოიწვია.
Rolls-Royce-სა და Bently-ს დაზიანება კი წინასწარი შეფასებით 500 ათას დოლარს აჭარბებს და მათი შეკეთება სავარაუდოდ შეუძლებელია.