სოციალურ ქსელში ქართველებმა ახალი კამპანია დაიწყეს ჰეშთეგით – გაატარე ზაფხული საქართველოში.
უამრავი ადამიანი პუტინის სანქციას, ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით, ერთი ახალი ინიციატივით გამოეხმაურა – ისინი ტურისტებს უფასო საცხოვრებელს სთავაზობენ.
სანაცვლოდ ტურისტებმა ყოველდღიურად სოციალურ ქსელში უნდა დაწერონ, რომ რუსეთი ოკუპანტია.
კამპანიას უკვე უამრავი ადამიანი შეუერთდა – ტექსტი სოციალურ ქსელში ქართულ და ინგლისურ ენებზე ვრცელდება.
პუტინის სანქციას, 8 ივლისიდან ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით, უამრავი ბიზნესმენი, პოლიტიკოსი თუ რიგითი მოქალაქე უკვე გამოეხმაურა. მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტიც:
ზურაბიშვილის პასუხი პუტინს: ტურისტები უნდა ჩამოვიდნენ, რადგან უყვართ საქართველო [ვიდეო]