LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უფრო მაგრად რომ მოგვენატროს მესამეჯერ დააპატიმრეს“ – როგორ ეხმაურება სასამართლოს მიერ ნიკა მელიას კვლავ პატიმრობაში დატოვებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მეუღლე

532
ნიკა მელია, მაიკო ბეგიაშვილი

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, რომელიც მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზეც ბრალდებულია, კვლავ პატიმრობაში დატოვა.

სასამართლომ ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში დატოვა

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ მიიღო. თავად ნიკა მელია სხდომას არ დასწრებია.

სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მეუღლე, მაიკო ბეგიაშვილი:

„უფრო მაგრად რომ მოგვენატროს მესამეჯერ დააპატიმრეს“ – წერს ბეგიაშვილი და სოციალურ ქსელში ნიკა მელიას შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.

უფრო მაგრად რომ მოგვენატროს პატიმარი მესამეჯერ დააპატიმრეს 😻😻

Posted by Maiko Begiashvili on ოთხშაბათი, 01 ოქტომბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g