LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უგულავა: მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოში სიკვდილმისჯილი – პასუხი შეიძლება იყოს ერთი: ,,ვინც აიღო მახვილი, მახვილითვე წარწყდება“

151
მუმლაძე და დათო სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი არის სიკვდილმისჯილი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, ივანიშვილმა გადაწყვიტა „ვინც აიღო მახვილი, მახვილითვე წარწყდება“.

„მოსამართლე არევაძის გადაწყვეტილების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოში სიკვდილმისჯილი. ივანიშვილმა გადაწყვიტა ჩვენ და ჩვენს შვილებს მოგვიწყოს ჯოჯოხეთი. ამაზე პასუხი მხოლოდ შეიძლება ერთი იყოს – ვინც აიღო მახვილი, მახვილითვე წარწყდება, ვინც გადაწყვიტა, რომ ამ ქვეყნის მომავალი ჯოჯოხეთში დაწვას, თვითონ დაიწვება ჯოჯოხეთში“, – განაცხადა უგულავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები