LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უილიამისა და ქეითის სასახლის თანამშრომლები გაფიცვით იმუქრებიან

191

პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის რეზიდენციის, კენსინგტონის სასახლის თანამშრომლები გაფიცვით იმუქრებიან, რადგან მათ ნაწილს, შესაძლოა, რეორგანიზაციის გამო, ხელფასი შეუმცირონ. თანამშრომლები შიშობენ, რომ ყოველწლიური ხელფასი 5 ათას დოლარამდე შეუმცირდებათ.

ანაზღაურების შეკვეცა ემუქრებათ სალაროში მომუშავე ადამიანებს, ამასთან – პერსონალს, რომელიც ვიზიტორების ექსკურსიას უძღვებიან. ხელმძღვანელი პირები ამბობენ, რომ სამუშაო დღე მცირდება და შესაბამისად – ხელფასიც.

LONDON, ENGLAND - MARCH 20:  An exterior view of Kensington Palace featuring the refurbished statue of Queen Victoria, which was designed by her daughter Princess Louise, on March 20, 2012 in London, England. Kensington Palace is due to reopen to the public on March 26, 2012 following a 12 million GBP renovation project. The refurbishment has seen the renovation of the King and Queen's state apartments, a display of dresses worn by Diana, Princess of Wales and an exhibition charting the life of Queen Victoria.  (Photo by Oli Scarff/Getty Images)

სასახლის წარმომადგენელის თქმით, ცვლილებები წლის განმავლობაში განხორციელდება, ამჟამად კი მოლაპარაკებებს პროფკავშირებთან  მართავენ

„ძალიან ვაფასებთ ჩვენს თანამშრომლებს და იმედი გვაქვს, შევთანხმდებით,“ – განაცხადა მან.

არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, ჯერ-ჯერობით, უილიამსა და  ქეითს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

LONDON, ENGLAND - JUNE 06:  A general view of the gardens of Kensington Palace in Hyde Park on June 6, 2011 in London, England. The Duke and Duchess of Cambridge are to move their official London residence to an apartment in Kensington Palace in the next few weeks.  (Photo by Oli Scarff/Getty Images)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები