LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უიშვიათესი ფოტო – ჯულია რობერტსი სამ ულამაზეს შვილთან ერთად

224
ჯულია რობერტსი

ჯულია რობერტსის ქმარმა, ტელეოპერატორმა დენი მოდერმა „ინსტაგრამზე“ უიშვიათესი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჯულია რობერტსი სამი შვილით პოზირებს. ფოტოზე ჯულია ტყუპებთან, 20 წლის ხიზელთან და ფინეუსთან, ასევე 17 წლის ჰენრისთან ერთადაა გადაღებული. ეს ფოტო მოდერმა ამერიკაში დედის დღის აღსანიშნავად გამოაქვეყნა და დაწერა: „დედები ყველაზე დიად საქმეებს აკეთებენ, მიყვარს ეს ხალხი.“

ჯულია რობერტსისა და დენი მოდერის წყვილი ცნობილია იმით, რომ ისინი მკაცრად ასაიდუმლოებენ შვილების ფოტოებს და მათ საჯარო გამოჩენასაც ერიდებიან. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ჯულიას სამივე შვილთან ერთად ვნახეთ.

ჯულია რობერტსმა „ბროდვეის“ სპექტაკლზე 17 წლის ვაჟი გამოაჩინა

წითურთმიანი ლამაზმანი გაქერავდა – ჯულია რობერტსის საყვარელი ბენდის მხარდამჭერ ღონისძიებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები