LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უიტნი ჰიუსტონის როლს ბიოგრაფიულ ფილმში ნაომი ეკი შეასრულებს

136
36893330-0-image-m-147-1608077459960

28 წლის მსახიობმა, ნაომი ეკიმ  ბიოგრაფიულ ფილმში, I Wanna Dance With Somebody მთავარი როლი მიიღო. ის ლეგენდარულ მომღერალს, უიტნი ჰიუსტონს განასახიერებს. ფილმს Sony/TriStar იღებს. მისი სახელწოდება კი უიტნის 2000 წლის ჰიტის,  I Wanna Dance With Somebody საპატივცემულოდ დაერქვა, რომელიც „ოსკარის“ ნომინანტმა, ენტონი მაკკარტნიმ შექმნა.

„გასული წლის უმეტესი ნაწლი ჩვენ იმ მსახიობის ძიებაში გავატარეთ, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენდა უიტნის ხასიათს. ჩვენზე საოცრად იმოქმედა ეკის შესაძლებლობებმა“, – აცხადებენ პროექტის ორგანიზატორები. ფილმის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, 28 წლის ნაომი ეკი ცნობილია  საკულტო ფილმით „ვარსკვლავური ომებით“, რომლის ბოლო ნაწილიც  2019 წელს გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები