LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკანასკნელ Pagani Huayra-ს ლუის ჰემილტონის ბოლიდის სტილში გააფორმებენ

154

საფინალო სუპერქარი ინდივიდუალური შეკვეთითა და სარბოლო ავტომობილებში არსებული სტილისტური გადაწყვეტილებით მომზადდება.

Pagani Huayra-ს უკანასკნელი ეგზემპლარი, რომელმაც სახელწოდება L’Ultimo მიიღო, ბრეტ დევიდმა შეუკვეთა. ის მაიამიში, სადილერო ცენტრ Prestige Imports-ის ხელმძღვანელია, სადაც Lamborghini-ს, Lotus-ისა და Pagani-ს მოდელები იყიდება.

დილერმა მოისურვა, რომ ავტომობილი ფორმულა ერთის მრავალგზის ჩემპიონის, ლუის ჰემილტონის ბოლიდის სტილში იყოს გადაწყვეტილი.

სუპერქარის აწყობას რვა თვე დასჭირდა. ავტომობილს შემკვეთი ივნისში მიიღებს.

შეგახსენებთ, სუპერქარი მოძრაობაში ბიტურბირებული 6,0 ლიტრის მოცულობის V12 ძრავით მოდის, რომელიც Mercedes-AMG-ის წარმოების არის.ის 730 ცხენის ძალას ავითარებს. ნულიდან ას კილომეტრს რობოტიზებული შვიდაფეხურიანი გადაცემათა კოლოფითა და ორმაგი გადაბმულობით 3,3 წამში კრებს.

მომავალში Pagani გეგმავს ელექტრო სუპერქარი ააწყს, თუმცა ის 2025 წლამდე არ გამოჩნდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები