შვედური ჯგუფი, Abba 40 წლის შემდეგ პირველი სტუდიური ალბომითა და ვირტუალური ტურნეთი დაბრუნდა. ABBA Voyage-ს ნოემბერში მოვისმენთ. მანამდე კი კოლექტივმა რამდენიმე სიმღერა გამოუშვა, ნამუშევრებმა მოკლე დროში კოლოსალური მოსმენები დააგროვა.
ალბომის გამოსვლამდე გაყიდული 80 000 ასლი – Abba-ს ახალი რეკორდი
4 მილიონზე მეტი ნახვა რამდენიმე საათში – ლეგენდარული Abba 40 წლის შემდეგ ახალ კომპოზიციებს ავრცელებს
სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მათი დაბრუნება ერთჯერადია და ალბომის გამოსვლის შემდეგ ისინი პენსიაზე გავლენ. ამის შესახებ ჯგუფის წევრებმა, 74 ბენ ანდერსონმა და 76 წლის ბიორნ ულვეუსმა განაცხადეს.
ცნობისთვის, ტურნეში შესრულდება როგორც ძველი, ისევე ახალი სიმღერებიც. ჯგუფის წევრები კი საზოგადოების წინაშე ციფრული ავატარების სახით წარდგებიან.