LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალბომის გამოსვლამდე გაყიდული 80 000 ასლი – Abba-ს ახალი რეკორდი

107
page

როგორც ცნობილია ლეგენდარული ჯგუფი, Abba 40 წლის შემდეგ პირველი სტუდიური ალბომითა და ვირტუალური ტურნეთი ბრუნდება. ABBA Voyage-ს ნოემბერში მოვისმენთ. მიუხედავად იმისა, რომ ალბომის პრემიერამდე 2 თვე არის დარჩენილი, ნამუშევარმა რეკორდი უკვე მოხსნა, ალბომის 80 000 ასლი უკვე წინასწარ გაყიდულია.

4 მილიონზე მეტი ნახვა რამდენიმე საათში – ლეგენდარული Abba 40 წლის შემდეგ ახალ კომპოზიციებს ავრცელებს

ცნობისთვის, ერთ-ერთმა კომპოზიციამ  I Still Have Faith In You გამოსვლიდან რამდენიმე საათში „იუთუბზე რეკორდული ნახვები დააგროვა. ამ დროისთვის ნამუშევარს 13,717,223 ნახვა აქვს.

რაც შეეხება ტურნეს, ის 2021 წლის 7 მაისს, ლონდონში დაიწყება, შესრულდება როგორც ძველი, ისევე ახალი სიმღერებიც. ჯგუფის წევრები კი საზოგადოების წინაშე ციფრული ავატარების სახით წარდგებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები