ჟურნალისტთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის, „მედიაომბუდსმენის“ განცხადებით, უკანონო ფარული მოსმენა – მიყურადების და თვალთვალის ფაქტებთან დაკავშირებით დაზარალებულად ცნობას კიდევ 11 ჟურნალისტი ითხოვს.
ორგანიზაციის ცნობით, თბილისის პროკურატურას მესამე ნაკადის განცხადებები უკვე წარუდგინეს.
განმცხადებლებს შორის არიან:
ნინო ზაუტაშვილი – საზოგადოებრივი მაუწყებელი
თეონა ხარაბაძე – საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო
ნინო თარხნიშვილი – რადიო „თავისუფლება“
თორნიკე მანდარია – რადიო „თავისუფლება“
ეკა ქევანიშვილი – რადიო „თავისუფლება“
მერაბ მეტრეველი – პალიტრა NEWS
თინათინ ოსმანოვა – რადიო „პალიტრა“
ანა წერეთელი – ტელეკომპანია „პირველი“
მაკა ჩიხლაძე – ტელეკომპანია „პირველი“
ლიკა ჯანყარაშვილი – ტელეკომპანია „პირველი“
ნიკა თევდორაძე – ტელეკომპანია „ფორმულა“
ცნობისთვის, საქმე ეხება 2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელებულ, სავარაუდოდ, სუსის მასალებს ე.წ. კრებსებს, რაც დაახლოებით, 58 000-მდე ფაილისგან შედგებოდა.
ამავე თემაზე:
მოსმენების საქმეზე კიდევ 8 ჟურნალისტი ცნეს დაზარალებულად – მედიაომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
ათმა ჟურნალისტმა ფარული მიყურადების საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
მოსმენების საქმეზე დაზარალებულად ცნობას კიდევ 19 ჟურნალისტი ითხოვს – იხილეთ სია