უხვი ნალექის გამო, სოფელ ქვახვრელთან, მდინარე მტკვარზე ხელოვნური კუნძული შეიქმნა და 6 მწყემსი შინაურ ცხოველებთან, ცხვრებთან და თხებთან, ერთად ჩარჩა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები იმყოფებიან.
“ფორტუნა” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც განგვიმარტეს, რომ მიმდინარეობს წყლის დონის მონიტორინგი და კუნძულზე დარჩენილებს საფრთხე არ ემუქრებათ.