„ვფიქრობ, ეს განცხადება უკიდურესობაა. სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. ის საქართველოს მოქალაქე არ გახლავთ. უკრაინის ხელისუფლებას მის დანიშვნასთან დაკავშირებით ნებისმიერი წინადადების გაკეთება შეუძლია“ ,- ასე ეხმაურება უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასა და ქართული მხარის განცხადებას ელჩის გაწვევის შესახებ.
ექს-პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინა თავად გადაწყვეტს ვინ, სად და როგორ დანიშნოს. ლეონიდ კრავჩუკის თქმითვე, უკრაინას მიხეილ სააკაშვილის მსგავსი პოლიტიკოსი ნამდვილად სჭირდება, განსაკუთრებით ახლა, როცა ქვეყნისთვის ეკონომიკური თუ პოლიტიკური კრიზისი მთავარი გამოწვევაა.