LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უკრაინამ გადატეხა და მოსპო მითი რუსეთის უძლეველობის შესახებ” – ირაკლი ოქრუაშვილის ჩართვა უკრაინიდან

310
sddefault

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი “ტვ პირველის” ეთერში უკრაინიდან ჩაერთო, სადაც მან ქვეყანაში მიმდინარე ომზე ილაპარაკა.

“დიდი მადლობა იმ ადამიანებს ვინც გვწერს და გვამხნევებს, ეს ძალიან დიდ სტიმულს გვაძლევს.
საკმაოდ არაორდინარული სიტუაციიდან გერთვებით. ბოლო 5 საათია კიევში ინტენსიური დაბომბვები მიდინარეობს.

21 სააუკუნეში საკუთარი თვალით ვნახე რას ნიშნავს თანამედროვე ფაშიზმი, ისვრიან უმოწყალოდ
მიუხედავად იმისა, დასახლებული პუნქტია, საავადმყოფოა თუ ეკლესია. ისვრიან ბალისტიკურ რაკეტებს, თან ამას აკეთებენ ის ადამიანები, რომლებიც გახდნენ მთავარი პროპაგანდისტები ლოზუნგისა, რომ თითქოს ქართველებმა დაბომბეს მძინარე ცხინვალი. მძინარე კიევს, ოდესას, მარიუპოლს ბომბავენ და ამას აკეთებენ ერთი მიზნით – ადამიანების საზოგადოების დემორალიზაციისთვის, მაგრამ უფრო მეტად იკვრება ხალხი და ირაზმება მათ წინააღმდეგ.

ეს სხვა ერია, სხვა სახელმწიფოა. უკრაინამ გადატეხა და მოსპო მითი რუსეთის უძლეველობის შესახებ.

მე აქ დავინახე 14-15 წლის პატარა ბიჭები, რომლებიც შუა ღამით, -7 გრადუს ყინვაში ხიდებზე იდგნენ და პატრულირებდნენ. ახალგაზრდა გოგონებს, რომლებიც ბლოკპოსტებზე იდგნენ და აკონტროლებდნენ მიმოსვლას. ასაკიანი ქალები, ბებიები ქუჩაში პირჯვარს გვსახავდნენ, წყალს გვაწვდიდნენ”,-ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი.

http://

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g