LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში კოვიდ-19-ით 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა

146
Untitled design (1)

უკრაინაში, ქალაქ ვინიცაში, კოვიდ-19-ით გამოწვეული გართულებებით 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

УНИАН-ის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული გოგო საავადმყოფოში რამდენიმე დღის განმავლობაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, არასრულწლოვანი რეგიონის ბავშვთა საავადმყოფოში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს.

“ექიმები რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ ახალგაზრდა პაციენტის სიცოცხლის გადარჩენას, თუმცა ეს ვერ შეძლეს. გოგონა 3 წლის და 8 თვის იყო. მას ცერებრული დამბლა ჰქონდა.” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფიცირების მაჩვენებლით, უკრაინა მსოფლიო კოვიდრუკაზე მე-16 ადგილზეა – პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დაინფიცირდა 1 961 956 ადამიანი და გარდაიცვალა 40 367 პაციენტი.

ქვეყანამ რამდენიმე დღის წინ გლობალური პროგრამის – კოვაქსპლატფორმის საშუალებით “ფაიზერის” ვაქცინის 117 000 დოზა მიიღო.

ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, პირველ ეტაპზე “ფაიზერის” ვაქცინით მოხუცთა სახლების მაცხოვრებლები და თანამშრომლები აიცრებიან, ამის შემდეგ კი იმუნიზაციის პროცესში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების თანამშრომლები და მესაზღვრეები ჩაერთვებიან.

მანამდე ქვეყანას იმუნიზაციის პროცესისთვის ჰქონდა მხოლოდ თებერვლის ბოლოს, ინდოეთიდან მიღებული “ასტრაზენეკას” 500 000 დოზა და “სინოვაკის” 215 000 დოზა, რომელიც ჩინეთიდან მარტის ბოლოს ჩავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g